4 ახალგაზრდის სასამართლო პროცესი

12 აგვისტო 2017, 00:00 2576 ნახვა

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით,  ქობულეთში    დაკავებული ახალგაზრდების  სასამართლო პროცესი,  ხვალ, 11 საათზე, გაგრძელდება. ბრალდებული   4 პირის საქმეზე   ბათუმის საქალაქო სასამართლოში დამატებით მტკიცებულებებს პოლიციელები  წარადგენენ. დღეს მოსამართლემ დაკავებულებისა და  ბრალდების მხარის ჩვენებები მოისმინა.  

სამართალდამცავების ინფორმაციით, ახალგაზრდები გუშინ გვიან ღამით ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს,  და ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.  როგორც დაკავების ოქმშია  მითითებული, ახალგაზრდებმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაწ​ყოფა მიაყენეს.  ისინი  ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ,  თუმცა პოლიციელის  შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფენ. სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებიათ არც დაკავებულებს და არც ბრალდების მხარის წარმომადგენლებს. ახალგაზრდები  პროცესის დაწყებამდე , პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა  ამაზე სასამართლო სხდომაზე აღარ  უსაუბრიათ. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი