4 ახალგაზრდის სასამართლო პროცესი

12 აგვისტო 2017, 00:00 2129 ნახვა

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით,  ქობულეთში    დაკავებული ახალგაზრდების  სასამართლო პროცესი,  ხვალ, 11 საათზე, გაგრძელდება. ბრალდებული   4 პირის საქმეზე   ბათუმის საქალაქო სასამართლოში დამატებით მტკიცებულებებს პოლიციელები  წარადგენენ. დღეს მოსამართლემ დაკავებულებისა და  ბრალდების მხარის ჩვენებები მოისმინა.  

სამართალდამცავების ინფორმაციით, ახალგაზრდები გუშინ გვიან ღამით დააკავეს თამარ მეფის სანაპიროზე მდებარე  კლუბ ,,ატლანტასა’’ და ,,სტრეპტოციდის’’  მიმდებარედ, ისინი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ,  იგინებოდნენ  და ილანძღებოდნენ.  როგორც დაკავების ოქმშია  მითითებული, ახალგაზრდებმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.  ისინი  ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ,  თუმცა პოლიციელის  შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფენ. სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებიათ , არც დაკავებულებს და არც ბრალდების მხარის წარმომადგენლებს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი