დიდგორის ველზე დიდგორობა აღინიშნება. დღესასწაულის ფარგლებში შექმნეს სიმბოლური სოფელი, სადაც წარმოდგენილია ქართული რეწვის ნიმუშები, ასევე გაცოცხლებულია დავით აღმაშენებლის დროინდელი XI-XII საუკუნის ქართული სოფლის ყოფა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრები და მაღალი რანგის სხვა პირები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა ესწრება. 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებლის მეთაურობით ქართველთა ლაშქარმა თურქ-სელჩუკთა კოალიცია დაამარცხა.