გელაურის საჯარო სკოლაში მხოლოდ ერთი პირველკლასელი ისწავლის, ხულოს რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით წელს მუნიციპალიტეტში 232 პირველკლასელია რეგისტრირებული. ხულოში ახალ სასწავლო წელს 8 საჯარო სკოლა რეაბილიტირებულ გარემოში გააგრძელებს სასწავლო პროცესს 49 საჯარო სკოლიდან კი 10 სკოლაში ათი კლასკომპლექსია.
აგარასა და ტუნაძეებში კი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, როგორც რესურსცენტრის უფროსი ამბობს აგარის საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება, ხოლო ტუნაძეების საჯარო სკოლის მშენებლობა ვერ მოხერხდება და მოსწავლეები კვლავ კერძო სახლში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს.