კურორტ ბეშუმში ვიზიტორები ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობენ. დამსვენებელთა ინფორმაციით სანაგვე ურნები იშვიათად იცლება, რაც მათ დისკომფორტს უქმნის.
ხულოს გამგეობაში განმარტავენ, რომ კურორტიდან ბათუმის მიმართულებით სანდასუფთავების მანქანით ნარჩენებს ყოველდღიურად ეზიდებიან, თუმცა ტურისტების გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე არსებული ნაგვის ურნები არასაკმარისია, რისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადებულია და გამგეობა 50 ახალ ნაგვის ურნას იყიდის.