ბრალდების მხარის საბოლოო სიტყვა ე.წ. ციანიდის საქმეზე

10 აგვისტო 2017, 00:00 2075 ნახვა

დაკავებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის  ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდების მხარის დასკვნითმა სიტყვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მამალაძის წინააღმდეგ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს. სამი საათის განმავლობაში დღევანდელ პროცესზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას ამბობდა.

ადვოკატი გამამართლებელ განაჩენს ელოდება, პროკურორი კი საპირისპიროს აცხადებს. სხდომა პირველ სექტემბერს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება. შეგახსენებთ სასამართლო სხდომები ე.წ-ლი ,,ციანიდის” საქმეზე 3 თვეა მიმდინარეობს, რომლებიც მედიისთვის დახურულია.  თავად სასულიერო პირი თებერვალში დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივან რეფერანტის ანგარებით მკვლელობის მომზადება და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი