“ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მინიშნებები იმის თობაზე, რომ ახალგორის რაიონში ქართული სკოლები რუსულ სწავლებაზე გადავიდეს, რუსიფიკაციის პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯია” - განაცხადა შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი საქართველოს ხელისუფლებისთვის არის და იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყველა ფორუმზე, რათა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაციისგან, რუსიფიკაციის მცდელობისგან დაცვა და უზრუნველყოფილი იყოს მათი ფუნდამენტური უფლებები.