ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურაში სასოფლო სამეურნეო კულტურების მოვლა - მოყვანის შესახებ ფერმერებს პრაქტიკული სემინარი ჩაუტარდათ.
სწავლება წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებთან მიმართებაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მომგებიანობის გაზრდას და კონკურენციის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას გულისხმობს. თეორიული და პრაქტიკული სწავლება ფერმერებს და აგრომეწარმეებს ოთხი თვის განმავლობაში ჩაუტარდებათ.