გზა, რომლის მშენებლობაც არ დაიწყება, თუ სახელმწიფო მიწების გამოსყიდვის მიზნით, მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს არ დაასრულებს. საუბარია ხულო - ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, რომლის მშენებლობისთვისაც, 50-მდე ოჯახს უკვე გადაუხადეს დაახლოებით მილიონნახევარი ლარი.
ჯამში კომპენსაცია უნდა გაიცეს 600-მდე მიწის ნაკვეთის მეპატრონეზე. არიან ისეთები, რომლებსაც ტერიტორიები დარეგისტრირებული აქვთ, თუმცა გასხვისების და კომპენსაციის მიღების უფლების მოსაპოვებლად საჯარო რეესტრში დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოუწევთ, რაც დამატებით პროცედურებთან და დროსთანაა დაკავშირებული.