მიღება კონფერენციის მონაწილეებისთვის

09 ივნისი 2016, 00:00 3955 ნახვა

ქართული ტრადიციული ხელოვნება უცხოელი სტუმრებისთვის. მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში ბათუმში მიმდინარე გარემოსდაცვითი მინისტერიალის მონაწილეებისთვის კონცერტი გაიმართა. სპეციალურად ქალაქის სტუმრებისთვის ანსამბლ “ერისიონის” წევრებმა იცეკვეს. შესრულდა ფოლკლორული სიმღერები და ქართული ცეკვები. ერთსაათიანი პროგრამის დასრულების შემდეგ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონფერენციის მონაწილეებისთვის საზეიმო მიღება მოეწყო. მირებას საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი და რეგიონის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი