ბათუმის საქალაქო სასამართლომ სოფელ ახალშენში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თურქეთის მოქალაქე განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა დამნაშავედ სცნო.
საქმე ეხება, ხელვაჩაურში, სოფელ ახალსოფელში მომხდარ ინციდენტს. გამოძიების ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ასევე თურქეთის მოქალაქე, მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. ბრალდებული სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე დღეში 12 დეკემბერს ბათუმში დააკავეს.