სააკაშვილი ლიტვაში ჩავიდა

08 აგვისტო 2017, 00:00 2052 ნახვა

ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი პოლონეთის შემდეგ ვილნიუსში ჩავიდა, რათა რუსეთის საელჩოსთან გამართულ მიტინგში მიეღო მონაწილეობა. აქცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფის წინააღმდეგ ლიტვის პარტია ,,სამამულო კავშირის" წევრმა გამართა.

სააკაშვილმა, ლიტვის პასპორტის მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვაზე განაცხადა, რომ ის უკანონოდ ჩამორთმეული უკრაინის მოქალაქეობის დასაბრუნებლად იბრძვის.

ლიტვაში მოკლევადიანი ვიზიტის შემდეგ სააკაშვილის გამგზავრების მარშრუტი უცნობია. მანამდე, უკრაინის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ უკრაინის საზღვრის კვეთის შემთხვევაში, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს პასპორტს ჩამოართმევენ და ქვეყანაში არ შეუშვებენ.

ამავე კატეგორიაში