რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს. ვლადიმერ პუტინი დე-ფაქტო რეგიონში ჩასვლას 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, სამხედრო კონფლიქტის დაწყების წლისთავზე აპირებს. პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პირველი პირი დე-ფაქტო აფხაზეთს სავარაუდოდ ხვალ ეწვევა.
ვიზიტის დღის წესრიგში, პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკებებია დაგეგმილი. ცხინვალში 5 დღიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ვლადიმერ პუტინი დე-ფაქტო აფხაზეთში ბოლოს 2013 წელს იმყოფებოდა.