ზურაბ პატარაძე: „აჭარის მაღალმთიანეთში უპრეცედენტო პროექტების განხორციელება იწყება “

07 აგვისტო 2017, 00:00 3411 ნახვა

კურორტ „გოდერძზე“  4 ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება. კურორტის განვითარების გეგმის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა. „რაც შეიძლება მეტი ვიზიტორი რეგიონში და აჭარის მაღალმთიანეთში - ეს არის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მიხარია და მეამაყება, რომ  ახალი კურორტი შენდება, რომელიც უპრეცედენტო მასშტაბისაა.“

რეგიონის პირველმა პირმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება აჭარის მაღალმთიანეთში მიმდინარე სხვა პროექტებზეც გაამახვილა. საუბარია გაზიფიცირებისა და ელექტროფიკაციის პროცესზე. მისი თქმით, ბათუმიდან-შუახევამდე გაზის მილის გაყვანა დაიწყება, შემდეგი ეტაპი კი შუახევი-გოდერძის მიმართულება იქნება. რეგიონის პირველმა პირმა აღნიშნულს „საუკუნის“ პროექტი უწოდა.„როცა არის შუქი და როცა არის განვითარების პერსპექტივა, როცა არის ტურისტების დიდი ნაკადი, მთაში მცხოვრები ადამიანებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტიმულია.“ - ამბობს ზურაბ პატარაძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მწვანე ტბის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობაც დაანონსა. მისი თქმით 2018 წლის ბიუჯეტში თანხებს გაითვალისწინებენ. ბეშუმი, გოდერძი, გომარდული და ღომას მთა - ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ ეს კურორტები განვითარდება. მომავალი წლის „შუამთობაზე“ გოდერძის უღელტეხილიდან ბეშუმამდე ახალი გზა იქნება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში