ხვალ კურორტ „გოდერძიზე“ ახალი ობიექტების მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი, სადაც რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. რომლის შედეგადაც ადგილზე კვებისა და განთავსების ობიექტების გაზრდასა და ასევე სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ჯამში კურორტზე 6 პროექტისთვის 80 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. გარდა ამისა, გოდერძის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტერიტორიაზე 1761 მეტრი სიგრძის შიდა საკურორტო გზის მოწყობა დაიწყო.