თურქეთში ავარიის დროს საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა

05 აგვისტო 2017, 00:00 3503 ნახვა

თურქეთში, ამასიას პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს  საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას  საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

დაზარალებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.  მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ავარიის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა. თურქული მედიის ცნობით ავტობუსი, რომელიც სტამბოლიდან სამსუნში მიემართებოდა, ქალაქ მერზიფონში გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. 

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში