ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულ უხუცესთა ფოლკლორულ ანსამბლ „ ბერმუხას“ ოთხი მოცეკვავე დაემატა. ანსამბლში ახალი წევრები კონკურსის საშუალებით შეირჩა, შესარჩევ ტურში 9 მოცეკვავე ღებულობდა მონაწილეობას.
ანსაბლი ახალ ნომრების დადგმაზეც მუშაობს, ასევე ემზადება საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად, სამომავლოდ ბერმუხა საბერძნეთში და თურქეთში გასტროლებს გეგმავს. ბერმუხა 1981 წელს დაარსდა და მასში გაერთიანებული იყო 65 მოცეკვავე, ამჟამად ანსამბლი 14 წევრისგან შედგება , მათგან ყველაზე უხუცესი 95 წლისაა. ანსამბლში ახალი წევრების დამატებისთვის და სახელფასო ფონდის გაზრდისთვის ბიუჯეტიდან 16 250 ლარი დაიხარჯება.