შუამთობა  6  აგვისტოს  გაიმართება

03 აგვისტო 2017, 00:00 2715 ნახვა

ხულოში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ 6 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიებაზე დაგეგმილია ეთნოგრაფიული კუთხის მოწყობა და  ტრადიციული ქორწილის ინსცენირება. ქორწილში მონაწილე წყვილს  8,5 გრამიანი ოქროს სამკაული გადაეცემა.

გაიმართება  კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე დაგეგმილია ადგილზე ნაწარმოები რძის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, დაჯილდოვდება საპატიო ხულოელი. მუსიკალურ ნომრებს  ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად ცნობილი მომღერლები შეასრულებენ.  ღონისძიებებისთვის 10 ათასი ლარი დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი