დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება დღეს სოფელ არცევთან ხნულის გავლებას აპირებს

03 აგვისტო 2017, 00:00 1868 ნახვა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება  დღეს სოფელ არცევთან ხნულის გავლებას აპირებს. ამ ინფორმაციას დე ფაქტო უშიშროების სამსახური ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური ორი კვირის განმავლობაში საინჟინრო სამუშაოებს ჩაატარებს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის აღდგენის მიზნით.

თხრილი ორი კვირის წინ სოფელ ყარაფილასთანაც გაავლეს რუსმა ოკუპანტებმა.  აღნიშნული სოფელი, ცენტრალური  მაგისტრალიდან 1 კილომეტრში მდებარეობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი