ამ კანონის და რუსეთის ქმედებების მიმართ დამოკიდებულების შესახებ არაერთხელ ისაუბრა შტატების ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტისას. სწორედ მაიკ პენსის ვიზიტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერა სახელდება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლო ე.წ. ვიზიტის მიზეზად.
საქართველოსა და არამარტო საქართველოში ამბობენ, რომ კრემლი ასე პასუხობს თეთრ სახლს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასთან შესახვედრად 8 აგვისტოს ჩავა. რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავს ემთხვევა.