ხათუნა ლაგაზიძე: ''საერთაშორისო საზოგადოების თვალში ეს ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტის იმიჯს დაანგრევს''

02 აგვისტო 2017, 00:00 2185 ნახვა

საერთაშორისო საზოგადოების თვალში ეს ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტის იმიჯს დაანგრევს ვლადიმერ პუტინის დე-ფაქტო აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს პოლიტოლოგები აფასებენ. ხათუნა ლაგაზიძის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების თვალში ეს ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტის იმიჯს დაანგრევს. მისივე შეფასებით აღნიშნული ქმედება დანარჩენ მსოფლიოს იმ სანქციების გონივრულობას დაანახებს, რომელსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ, დღითიდღე ამკაცრებს.

„მტკივნეულად სიმბოლურია ის ფაქტი, რომ საქართველოს ერთ ნაწილში მეგობრული ვიზიტით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩავიდა, ხოლო ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებს რუსეთის პრეზიდენტი ეწვევა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს გაყოფის მცდელობას“ - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

ამავე კატეგორიაში