მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს კრემლში გამოეხმაურნენ. რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდინვანმა განაცხადა, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოსა და ესტონეთში ჩამოსვლა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. დიმიტრი პესკოვის თქმით, სუვერენული ქვეყნები სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას საკუთარი შეხედულებებით ალაგებენ.
„მოსკოვი მეზობელი ქვეყნების შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას პატივს სცემს, თუმცა შეშფოთებას გამოთქვამს იმ შემთხვევებზე, როდესაც საქმე ფედერაციის საზღვართან, ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა იზრდება“ - ნათქვამია განცხადებაში.