მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის დოკუმენტის ფოტოასლი გამოაქვეყნდა

01 აგვისტო 2017, 00:00 2088 ნახვა

უკრაინულმა მედიამ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტის ფოტოასლი გამოაქვეყნა. ინტერნეტ-გამოცემა ,,აბაზრევატელმა" პრეზიდენტ პოროშენკოს ბრძანება მოიპოვა, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის აპატრიდად დარჩენას ეხება.

დოკუმენტზე ხელმოწერა 26 ივლისით თარიღდება. მასში ნათქვამია, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისი მუხლების დაცვით ჩამოერთვა. როგორც ,,აბაზრევატელი" წერს, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინაში დაბრუნება მოულოდნელად გადაიფიქრა, რისი შესაძლო საფუძველი ქართული მხარის მიერ სააკაშვილის გადაცემის მოთხოვნა გახდა.

26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ განკარგულება გამოსცა. მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა. სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი