საქართველო - ამერიკა - თანამშრომლობის მთავარი ასპექტები

01 აგვისტო 2017, 00:00 2370 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  საქართველო-ამერიკის ორმხრივ თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ასპექტებზე ისაუბრა. 

''თქვენი სტუმრობა ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს პერიოდში ადასტურებს დიდ სურვილს გაარღმავოთ საქართველოსთან თანამშრომლობა. წელს 25 წელი შესრულდა საქართველოსა და ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების. ამ წლების მანძილზე  თქვენი დახმარების შედეგად საქართველო აღარა საბჭოური და არც პოსტ საბჭოური ქვეყანა,  ჩვენ ამაყად ვდგავართ რეგიონული სტაბილურობის პროცესში ამერიკის გვერდით და შეგვაქვს ჩვენი კონტრიბუცია. 
ჩვენ დღეს ვისაუბრეთ კიდევ უფრო მეტ სიღრმეებზე ჩვენი სტარტეგიული პატრნიორობის,  თქვენი შეხვედრა “ღირსეული  პარტნიორის” კონტიგენტტან კიდევ ერთხელ ადასტურებს  ამერიკის  მტკიცე მხ არდაჭერას საქართველოს სუბერენიტეტისა და ნატოში ინტეგრაციისადმი” - აღნიშნა საქართველსო პრემიერ-მინისტრმა.

 გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ბიზნეს გარემოსა და საქართველო ამერიკის სავაჭრო -ეკონომიკურ ურტიერთობებზე.  “ჩვენი მიზანია ამერიკულ ბიზნესს შევიქმნათ კარგი პლატფორმა რეგიონში. ანაკლიის პორტსა  და ამერიკულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ადასტურებს ამერიკის დიდ ინტერესს ბიზნეს მიმართულებით საქართველოში, გარდა ამისა ჩვენ ერთობლივი ენერგეტიკული  პროექტები განხორციელეტ და ამას მომავალსიც გავაგრძელებთ. მზად ვართ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების  გაღრმავებისთვის” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველო ამერიკისთვის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ საერთო ღირებულებები  გვაერთინებს, ესაა დემოკრატია  და ადამიანის უფლებები.  საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ოკუპაციაზე ისაუბრა და რუსეთ-საქართველოს კომფლიქტის დარეგულირებაში ამერიკის როლზე გაამახვილა ყურადღება.  “აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენთვის. ამერიკა დიდი როლს თამაშობს ჟენევის დისკუსიების ფორმატში, მნიშვნელოვანია რომ მოძებნილი იქნას ნაბიჯები დეოკუპაციისთვის და კონფლიქტის დასარეგულირებლად.” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი