მაიკ პენსისა და გიორგი კვირიკაშვილის პირველი განცხადებები

31 ივლისი 2017, 00:00 2742 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ მინისტრმა  რამდენიმე წუთის წინ პირველი განცხადებები გააკეთეს. მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ მან საქართველოში ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გზავნილები ჩამოიტანა.   „მე ვდგავარ თქვენს გვერდით, თქვენი თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად“ - განაცხადა  ვიცე პრეზიდენტმა. მაღალი რანგის სტუმრებთან საქართველოს პრემიერ მინისტრმა  ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების განსაკუთრებულობაზე ისაუბრა.

 " თქვენი ოფიციალური ვიზიტის დრო გამორჩეულად განსაკუთრებულია,  რადგან წელს  ჩვენს ერებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილე აღინიშნება. ამ მოკლე დროში საქართველო სამოქალაქო ომით დაზარალებული ქვეყნიდან,  თანამედროვე ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყანად გარდაიქმნა. ამ გზაზე შეერთებული შტატების მხარდაჭერა ჩვენი წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო. მანამდე კი მაიკ პენსმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ფუნიკულიორიდან თბილისის ხედები დაათვალიერა. სტუმრებმა ერთობლივი ფოტოებიც გადაიღეს, ასევე სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. ხვალ, მაიკ პენსი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიას შეხვდება, მოგვიანებით კი ხელისუფლების წარმომადგენლებთან აუდიენცია შედგება. ოპოზიციი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამერიკელ დიპლომატს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

ამავე კატეგორიაში