სპორტი მთავარში

31 ივლისი 2017, 00:00 2125 ნახვა

სარაევოში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე კადეტ მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა საერთო ჩათვლაში 69 მოაგროვეს და მეორე ადგილზე გასულ რუსეთის ნაკრებს 9 ქულით აჯობეს. პარასკვევს ევროპოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი შოთაძე ავიდა, ევროპირველობის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა.ევროპის ჩემპიონი ბექა გურული  გახდა, ვერცხლის მედალს გიორგი ცოფურაშვილი დაეუფლა, ბრინჯაოს მედალი კი ოთარ აბულაძემ  მოიპოვა. და რაც მთავარია ისტორიული შედეგი გვაქვს გოგონათა შორის  (40კგ) -  მარიამ კარელიძე პირველი ქართველი გოგონა გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა ! ევროპირველობის ტრიუმფატორები სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ.

დღეს ასევე გამთენიისას თბილისში უნგრეთიდან ჩამოფრინდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია რომელმაც 23-29 ივლისს ქალაქ დიორში გამართულ ევროპის მე-14 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში  მიიღო მონაწილეობა. სპორტსმენებს აეროპორტში გულშემატკივრები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრები და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები დახვდნენ. 4 ოქროს , 1 ვერცხლის  და 4 ბრინჯაოს  მედლალი - ასეთია ქართველ ოლიმპიელთა მონაგარი.  ევროპის 50 ქვეყანას შორის საქართველოს მე-11 ადგილი ერგო და აღსანიშნავია რომ 9 მედლიდან 8 ჩვენს ნაკრებს ძიუდოისტებმა მოუტანეს. 1 ბრინჯაო კანოისტი გია გაბედავას ანგარიშზეა. რაც შეეხება ძიუდოსიტებს - ოქროს მედლები გიორგი ჩიხელიძემ, მარიამ ჭანტურიამ მიხეილ ბექაურმა და სოფიო სომხიშვილმა მოიპოვეს. ვერცხლის მედალი - ბექა წიფიანის ანგარიშზეა, ბრინჯაო - ვლადიმერ ახალკაცს და ლევან ჭელიძეს ერგოთ. გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. 

სამწუხაროდ ჯერჯორობით მოუგებლად გამოდის საქართველოს 18 წლამდე კალატბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბ დივიზიონში.  გუშინ ჩვენმა ნაკრებმა ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია ჯგუფის ფავორიტ ხორვატიის ნაკრებთან. 49:62 ამ ანგარიშით დათმო შეხვედრა არჩილ ჯღენტის გუნდმა, მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელები 1 აგვსტოს ბულგარეთთან გამართავენ და ჯგუფურ ეტაპს 2 აგვისტოს უნგრეთთან დაპირისპირებიტ დაასრულებენ. 

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ბათუმის დინამომ,  კონსტანტინ ფროლოვის გუნდმა გუშინ სტუმრად გორის დილა დაამარცხა ანგარიშით 1:2. მასპინძლები მე- 7 წუთზე პედრინიოს გოლით დაწინაურდნენ, ბათუმელებმა ანგარიშის გათნაბრება, პირველივე ტაიმში თემურ შონიას გოლის წყალობით მოახერხეს, გადამწყვეტი კი ამ შეხვედრაში 71 - წუთი გამოდგა, ელგუჯა გრიგალაშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო თავის გამოჩენა. ამრიგად ბათუმის დინამომ სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და თავის უშუალო კონკურენტ გორის დილას ერთი ქულით გადაუსწრო. მომდევნო შეხვედრას დინამო 5 აგვისტოს გამართავს, რაგბი არენაზე ბათუმელები სამტრედიას უმასპინძლებენ. 

ზოგადად საინტერესო გამოდგა ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-20 ტური. უკიდერუსად დაიძაბა მდგომარეობა ლიდერებს შორის. თბილისის დინამო დედაქალაქურ დერბირში ლოკომოტივთან დამარცხდა ანგარიშით 3:1 და მისმა მდევარა ქუთაისის ტორპედომ გუშინ სტუმრად ქობულეთის შუქურას სძლია 1:2. შედეგად ლიდერებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა. ლიდერეთან ახლოს იმყოფება ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი სამტრედია რომელმაც მეოცე ტურში საჩხერის ჩიხურა 3:0 დაამრცხა. ერთადერთი ფრე მეოცე ტურში ფოთის კოლხეთის და საბურთალოს მატჩში დაფქსირდა. მომდევნო - 21ე ტური 4 აგვისტოს აიღებს სტარტს. პირველ მატჩში თბილისის დინამო - გორის დილას შეხვდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი