ბათუმის ხელოვნების ცენტრის მცირე დარბაზში ჯგუფ ''რელიქვიის'' სოლო კონცერტი გაიმართა. ჯგუფის 4 წევრიდან სამი უსინათლოა. მუსიკოსებმა მაყურებელს თავიანთი ნამუშევარი ცოცხალი მუსიკის სახით წარუდგინეს. კონცერტის სლოგანი იყო „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“.