საქართველოში ხვალ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ელოდებიან. მაიკ პენსი გიორგი მარგველაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება ასევე მოინახულებს ამერიკელ და ქართველ სამხედროებს, რომლებიც "ღირსეული პარტნიორის" წვრთნებში მონაწილეობენ.
აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი დღეს დაიწყო, მაიკ პენსი ჯერ ტალინში ჩავა, ხვალ კი ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნების ლიდერებს შეხვდება. ვიზიტის მნიშვნელობაზე კომენტარები გაკეთდა საქართველოში.