მაშველებმა 4 ადამიანი გადაარჩინეს

30 ივლისი 2017, 00:00 2734 ნახვა

ქობულეთში, 5 ბალამდე შტორმის დროს მაშველებმა 4 ადამიანი გადაარჩინეს_ საქართველოს 3 და სომხეთის 1 მოქალაქე.  შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე კვლავ წითელი ალმებია აღმართულია, რაც იმის მანიშნებელია, ბანაობა აკრძალულია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას: დაემორჩილონ მაშველთა მითითებებს, არ დატოვონ ბავშვები მეთვალყურეობის გარეშე და თავი შეიკავონ ზღვაში შესვლისგან, ვიდრე საშტორმო მდგომარეობა არ გაუქმდება.

ამავე კატეგორიაში