სინოპტიკოსების პროგნოზით აგვისტო ცხელი და უმეტესად მზიანი იქნება

30 ივლისი 2017, 00:00 3559 ნახვა

აგვისტოში, დასავლეთ საქართველოში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა +24 +25 გრადუსი იქნება. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება, ღამით +19 +22 გრადუსამდე. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ აგვისტოს თვეში რამდენიმე დღეა განსაკუთრებით ცხელი იქნება და ტემპერატურა +37 +40 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში - ჰაერის საშუალო ტემპერატურა +23, +25 იქნება. სპეციალისტები ამბობენ, რომ აღნიშნული მონაცემების საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელზე მაღალია. ნალექების რაოდენობა- როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნორმასთან შედარებით ნაკლები.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში