“ბედნიერი დასასრულის მიღმა”_ასე ჰქვია ანდრო სემეიკოსა და იუ-ჩენ ვანის შემოქმედებას, რომელსაც ლონდონის შემდეგ ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე მასპინძლობს.
ექსპოზიციაზე სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები-ფერწერა, ტექსტები და ფილმებია წარმოდგენილი და მასში ავტორები მომავლის უტოპიური ოცნებებისკენ ხელოვნების სწრაფვას გამოხატავენ. ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს 18 აგვისტომდე შეეძლებათ.