ქობულეთში ბაზრის მიმდებარედ სანაგვე ურნების დამატებას ითხოვენ

29 ივლისი 2017, 00:00 2477 ნახვა

ქობულეთში ბაზრის მიმდებარედ სანაგვე ურნების დამატებას ითხოვენ. მომუშავეთა ნაწილი ამბობს, რომ ნაგვის ურნების სიმცირის გამო, ნარჩენების დატოვება ქუჩაში უწევთ. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ურნები საკმარისია, მთავარია ისინი დროულად იცლებოდეს.

ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მოსახლეობის მოთხოვნით აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე ურნა უკვე დაამატეს და ჯამში 17-ია. მისივე განცხადებით,  ურნები დღეში ორჯერ იცლება  და ტერიტორიაც ამდენჯერვე სუფთავდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი