ირმა ნიორაძე და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები ერთობლივ გალა-კონცერტს 9 აგვისტოს ბლექსი არენაზე გამართავენ. კონცერტი პროექტ “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში ჩატარდება და ვახტანგ ჭაბუკიანის ხსოვნას ეძღვნება.
გალა-კონცერტის დამდგმელი რეჟისორი ანდრის ლიეპა, სამხატვრო ხელმძღვანელი კი- ირმა ნიორაძეა. ეს იქნება პირველი საბალეტო წარმოდგენა, რომელიც „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. ირმა ნიორაძემ დღეს ორგანიზატორებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.