„მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის პირველი ნომერი აღარ არის. პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ინტერნეტ-კომპანია ამაზონის დამფუძნებელი, ამერიკელი მილიარდერი ჯეფ ბეზოსი გახდა. ფორბსის ინფორმაციით, ბეზოსის ქონება 90 მილიარდ 600 მილიონ დოლარადაა შეფასებული. 53 წლის ბიზნესმენი ბილ გეითსზე 500 მილიონი დოლარით მეტის მფლობელია.