ერთიანი ეროვნული გამოცდების, ზოგადი უნარების პასუხები ცნობილია. საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, შემფასებლებმა გაითვალისწინეს, რომ გამოცდის მესამე ვარიანტი იყო რთული, შესაბამისად ამ აბიტურიენტებისთვის ბარიერი 24-ის ნაცვლად 21 არის.
როგორც ცნობილია 80, ანუ მაქსიმალური არ დაწერილა, თუმცა 8 აპლიკანტმა მიიღო 79 ქულა. 5 აგვისტომდე, ეტაპობრივად გამოქვეყნდება სხვა გამოცდების შედეგებიც.