დღეს აჭარის რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტიდან ბრონქული ასთმით დაავადებული 30-მდე ბავშვი, აზეირბაიჯანში გაემგზავრა. მათ ნახიჩევანში მდებარე სამკურნალო მარილოვან მღვიმეში 10 დღიანი სამკურნალო პროცედურები ჩაუტარდებათ.
პროექტს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, სანატორიუმ გამაჯანსაღებელ ცენტრ ,,დუზდაღთან“ ერთად ასოციაცია ,,ერთმანეთისთვის “ ახორციელებს.