გიორგი ბარამიძე: ''ჩვენი პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა გრძელდება''

27 ივლისი 2017, 00:00 2735 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს უკავშირებენ.

''ეს გადაწყვეტილება თუ დადასტურდა არ იქნება არანაირი სამართლებრივი, მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტი იქნება,  ნათელი გახდა რომ მიხეილ სააკაშვილი ყელში გაეჩხირა იმ ადამიანებს ვინც ახორციელებს ოლიგარქიულ ინტერესებს. ამ, უკრაინის უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, სააკაშვილის თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. ამით მიხეილ სააკაშვილს ვერ გააჩერებენ როგორც, ვერ გააჩერა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით და ქვეყნიდან გაძევებით.  ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა გრძელდება.'' - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი  გიორგო ბარამიძე

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის მიზეზად მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა. 

ამავე კატეგორიაში