როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციაში ამბობენ, რომ იმ პირისთვის, რომელსაც მხოლოდ ერთი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, ამ მოქალაქეობის ჩამორთევა დაუშვებელია. „ ეს საკითხი გასარკვევია, საინტერესოა რას ითვალისწინებს უკრაინული კანონმდებლობა, სამართლებრივად როგორ რეგულირდება მსგავსი საკითხები. „დარჩეს ადამინი მოქალაქეობის გარესე „ჰაერში“ ეს ფაქტორი უცნაურია“ - ამბობს “მთავართან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.
„მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილის დავალებით თეა წულუკიანმა ერთხელ უკვე ჩამოართვა. ამდენად ახლა მას მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა აქვს. პირის მოქალაქეობის გარეშე დატოვებას საერთაშორისო სამართალი არ ითვალისწინებს“ - აცხადებს „მთავართან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა.