სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციელი არჩილ დევრიშაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. მას გამოძიება სამსახურეობრივი ცეცხსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობას ედავება.
საუბარია 21 ივლისს ქობულეთში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ბრალდების მხარისა და თვითმხილველების ინფორმაციით, პოლიციელმა მოქალაქე რომან ქათამაძეს ესროლა, დაემუქრა და იქვე მყოფ სხვა პირებსაც შეურაცხყოფა მიაყენა. პროკურატურამ საქმეში 6 პირი ცნო დაზარალებულად.