ჩამოერთვა თუ არა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა?

26 ივლისი 2017, 00:00 2268 ნახვა

 

„საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა“- ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა იგორ მოსიჩუკმა რამდენიმე წუთის წინ საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა. ამავე ინფორმაციას  ავრცელებს  უკრაინული მედია, თუმცა  პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში კომენტარს აკეთებენ.ერთ-ერთი  უკრაინული პორტალი წერს, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურში დაუდასტურეს. გამოცემა დამატებით დეტალებს არ აკონკრეტებს. სტატიაში წერია, რომ სააკაშვილის მხრიდან უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზად ტყუილი დაასახელდა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო. იგი ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო.  რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ რაც ხელისუფლებას დაუპირისპირდა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის მთავრობის ოპოზიციაში გადავიდა.„მთავარი“  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი