ტარას შავშიშვილმა გამოძიებას ჩვენება მისცა

25 ივლისი 2017, 00:00 1889 ნახვა

 დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ ტარას შავშიშვილმა გამოძიებას, სამართლებრივად და იურიდიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენება მისცა. გიორგი ფანცულაის თქმით, დაკითხვისას მოწმემ რამდენიმე ისეთი ეპიზოდი გაიხსენა, რომელსაც შეუძლია, წაყენებული ბრალდების აბსურდულობის დადასტურებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

„პროკურატურის მიერ ვარაუდზე აგებული ბრალდება, რომ შორენა თეთრუაშვილის გავლენით პატრიარქი, მამა გიორგის დაკავებული თანამდებობიდან გადააყენებდა, პრაქტიკულად გამოირიცხა“ - ამბობს ადვოკატი. მისივე განმარტებით,  შავშიშვილის ჩვენებიდან დადასტურდა, რომ ილია მეორე საერო პირებს ყოველთვის უსმენდა, მათ აზრს ითვალისწინებდა,  მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როცა საქმე სასულიერო პირებს ეხებოდა.

გიორგი ფანცულაიმ აღნიშნა, რომ ტარას შავშიშვილმა სწორედ ამ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, მისი ჩვენება იყო მნიშვნელოვანი და ის გამოძიების ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური მოწმეა.

ტარას შავშიშვილი საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშროლემელი იყო. გამოძიებამ  ის დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობრის  სტატუსით დაკითხა. 

 

ამავე კატეგორიაში