არჩილ დევრიშაძე დაკავებულია. ქობულეთის პოლიციის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობისთვის აჭარის პროკურატურამ ცოტა ხნის წინ დააკავა.
განცხადებით, რომელიც საგამოძიებო უწყებამ გაავრცელა, ირკვევა, რომ პოლიციელი, რომელმაც მოქალაქის მისამართით გაისროლა, არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, თუმცა ამის მიუხედავად ატარებდა საშტატო იარაღს და მაისურს.