11-12 მარტის აქციის ორგანიზატორობაში ბრალდებულების, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი დღეს არ ჩატარდა. სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით გადაიდო.
მიზეზი კი ერთ-ერთი დაკავებულის, მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ამის გარდა დღეს დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს, რომელიც არ დაკმაყოფილდა. შეგახსენებთ, ორივე დაკავებულს 26 აპრილს აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.