11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული პირების მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი არ დაწყებულა. 13 საათზე ჩანიშნული სხდომა საქმის მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ერთი საათით გადადო. მისი თქმით, აცნობეს რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღოღობერიძე პროცესზე გამოცხადებას ვერ ახრეხებს. ბრალდებულს კი სურვილი არ აქვს, სხდომა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდეს. დავით მამისეიშვილის განმარტებით, თუკი განცახდებაში აღნიშნული მოთხოვნა იქნება მითითებული, სასამართლო ვალდებულია ბრალდებულის თხოვნა გაიზიაროს.
მერაბ ღოღობერიძის უფლებადამცველი, პაატა შავაძე ამბობს, რომ დაესწრება თუ არა პროცესს მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ იცის. იმ შემთხვევააში, თუ სხდომა განახლდა, მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება.