“სამოქალაქო განათლებიდან აქტიურ მოქალაქეობამდე”

24 ივლისი 2017, 00:00 3543 ნახვა

“სამოქალაქო განათლებიდან აქტიურ მოქალაქეობამდე”- კონფერენცია ამ თემაზე საჯარო ბიბლიოთეკის  ამერიკულ კუთხეში გაიმართა. მიზანია რეგიონში ერთიანი  ქსელის  შექმნა, რომელიც განათლების განვითარებისა და ადვოკატირების საკითხებზე იმუშავებს და  პედაგოგების პროფესიული უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

კონფერენციაზე სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა მათ მიერ განხორციელებული ინიციატივებისა და გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიება პროგრამა “მომავლის თაობის” ფარგლებში მოეწყო და მას ,,პი ეიჩ ინთერნეიშენალ საქართველო” ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში