ქუმსიშვილმა აჭარაში საწარმოები დაათვალიერა

07 ივნისი 2016, 00:00 5366 ნახვა

აჭარაში იმყოფება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დიმიტრი ქუმსიშვილმა ის მცირე და საშუალო საწარმოები დაათვალიერა, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა. შპს „ხახუტა” ერთ-ერთია, რომელმაც საქმიანობა გააფართოვა და ახალი პროდუქციის გამოშვება დაიწყო. პროექტის ჯამური ინვესტიცია 850 ათასი აშშ დოლარია. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე მოინახულა სოფელ ჭარნალში ამხანაგობა „თანადგომას“ სასათბურე მეურნეობა, რომელიც ადგილობრივ სასტუმროებს სხვადასხვა ბოსტნეულით ამარაგებს. ვიცე-პრემიერმა სათბურიც დაათვალიერა, სადაც ამხანაგობის წევრები მარწყვის წარმოებას გეგმავენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი