ბათუმში ზღვაში შუახნის მამაკაცის გვამი იპოვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მათ მამაკაცი სანაპიროდან შენიშნეს და ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. მუშაობდნენ ექსპერტ -კრიმინალისტებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს, საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.