სროლა ქობულეთში

21 ივლისი 2017, 00:00 10027 ნახვა

ცოტა ხნის წინ სროლა იყო ქობულეთში - ამის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებმა მოგვაწოდეს, რომლებიც ამ წუთებში რუსთაველის ქუჩაზე არიან შეკრებილები.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა უთხრეს, რუსთაველის ქუჩაზე გაჩერდა მანქანა, რომელსაც მართავდა ქობულეთის პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც იარაღიდან გაისროლა ახალგაზრდა მამაკაცის მისამართით.

„გაჩერდა მანქანა, გადმოვიდა პოლიციელი, სამოქალაქო ფორმა ეცვა. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაისროლა ჩემი მისამართით. გუშინ წინ აღმაშენებლის ქუჩაზე გადავადგილდებოდი რა დროსაც გამაჩერა პოლიციის თანამშრომელმა ა. დ, რომელიც ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამემუქრა“ - ამბობს მოქალაქე რომან ქათამაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე გენერალური ინსპექცია მუშაობს და მიმდინარეობს ფაქტის მოკვლევა. ადგილზე მუშაობს ჩვენი გადამღები ჯგუფი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში