აჭარას ბოლო 6 თვის განმავლობაში 583 ათას 340 ვიზიტორი სტუმრობდა

21 ივლისი 2017, 00:00 3655 ნახვა

აჭარას ბოლო 6 თვის განმავლობაში 583 ათას 340 ვიზიტორი სტუმრობდა. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაზრდილია ტურისტულად მიმზიდველ ადგილების მნახველთა რიცხვი. ამ მხრივ კი უწყების ინფორმაციით, ბათუმის ბოტანიკური ბაღი გამოირჩევა.

ივნისში ტურისტებისთვის ერთ-ერთ საინტერესო ადგილი  33 ათასზე მეტმა  ვიზიტორმა ნახა, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. ვიზიტორების  რაოდენობა გაზრდილია ბათუმის დელფინარიუმში, მტირალას ეროვნულ პარკში, 19-%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა გონიო აფსაროსის ციხეს, 2017 წლის, ივნისში ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 10 ათას 691 ვიზიტორი გაეცნო. აჭარაში ყველაზე მეტმა ვიზიტორმა  კი საბაგიროს მომსახურებით ისარგებლა. მაჩვენებელი 61%-ით გაიზარდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი