ხულოში, სახალხო დღესასწაულ „შუამთობისთვის“ ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების მიხედვით, ეთნოგრაფიული კუთხე უნდა მოეწყოს, ასევე გამარჯვებულ კომპანიას ევალება საკონცერტო სცენის მოწყობა და 8,5 გრამიანი ოქროს სამკაულის შეძენა.
ტენდერი 6 742 ლარზეა გამოცხადებული. სახალხო დღესასწაული ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას გაიმართება, ჯამში ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათას ლარამდე დაიხარჯება.